კანადაში ძუდოისტთა შორის “დიდი პრიზის” ტურნირი გაიმართება, მაგრამ იქ საქართველოს ნაკრები მონაწილეობას არ მიიღებს.
“ლელოს” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენებს, ერთის გარდა, ვიზა არ მისცეს.
როგორც “მეტრნომს” ძიუდოს ფედერაციაში განუცხადეს, არწასვლის მიზეზი იყო ის, რომ კანადაში გამგზავრება ძვირი ჯდებოდა.
“ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ფედერაციამ და მწვრთნელებმა იქ წასვლა გადაიფიქრეს. იმიტომ, რომ იქ წასვლა ძვირი ჯდებოდა. შეიძლება ვიზის ამბავი მართალი იყოს, მაგრამ აღარ ჩათვალეს საჭიროდ კანადაში წასვლა, თორემ რომ დაჭირვებოდათ მიიღებდნენ ვიზებს”, – განგვიცხადეს ფედერაციაში.