ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე და ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი ვუერთდებით სამართლიან პროტესტს” – პირველი არხის წამყვანი, ბაჩო ქაჯაია

“მე და ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი ვუერთდებით იმ სამართლიან პროტესტს, რომელიც გამოიწვია 20 ივნისს პარლამენტში რუსი ოკუპანტების მისვლამ”, – ასე მიმართა მაყურებელს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის, “ღამის შოუ პირველზე”-ს წამყვანმა, ბაჩო ქაჯაიამ სეზონის ბოლო გადაცემის დაწყებამდე.

ამასთანავე, ბაჩო ქაჯაიამ აღშფოთება გამოხატა აქციის დაშლის გამო და დასძინა, რომ კამპანიას – “გაატარე ზაფხული საქართველოში” მხარს უჭერს.

“მე და ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი ვუერთდებით იმ სამართლიან პროტესტს, რომელიც გამოიწვია 20 ივნისს პარლამენტში რუსი ოკუპანტების მისვლამ. ასევე, მინდა გამოვხატო ჩვენი აღშფოთება, რა ფორმითაც მოხდა იმავე საღამოს აქციის დაშლა. მინდა ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო, როგორც სამოქალაქო, ასევე, სამართალდამცველების მხრიდან. აქვე, მინდა გითხრათ, რომ ვუერთდები ძალიან კარგ კანპანიას – “გაატარე ზაფხული საქართველოში”.- განაცხადა ტელეწამყვანმა.

იტვირთბა....