ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოდან გამსვლელ და ქვეყანაში შემომსვლელ საერთაშორისო ვიზიტორებს ბრენდირებულ, სასაჩუქრე ღვინოს გადასცემს. ღვინოებით ტურისტები დასაჩუქრდებიან როგორც თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, ასევე საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე.
სასაჩუქრე ღვინო უნდა იყოს წითელი, მშრალი, 100 პროცენტით საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კამპანიისთვის 300 000 ბოთლ ბრენდირებულ სასაჩუქრე ღვინოს შეისყიდის, რომელზეც დატანილი იქნება სპეციალური ეტიკეტი