“მე თვითონ ვნახე როგორ წარიმართა სასამართლო პროცესები იმ 305 ადამიანთან მიმართებაში, ეს იყო მართლმსაჯულების იმიტაცია, ეს არ იყო მართლმსაჯულება და სავარაუდოდ ეგ გველოდება მომავალშიც. მაგრამ, მანამ ცოტა განმაცვიფრა თქვენი წინა სტუმრების პათოსმა (გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი ბარამიძე), განსაკუთრებით პირველი გამომსვლელის (გიგი უგულავა), რომელიც უცებ მაჰათმა განდი მეგონა, მშვიდობის მყოფელი, მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებების მქადაგებელი და ჩავთვალე, რომ ვურჩიო მას. მახსოვს როგორ ვიდექი ციხის წინ, მაშინ როდესაც ამბოხის ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის (ასეთი “ფანტასტიური მუხლი მოიგონეს მაშინ ნაციონალებმა) დაკავებული იყო ირაკლი ბათიაშვილი, რომელმაც მოიხადა თვეები. იცით როგორ ოთახში იჟდა? 2/2-ზე, ჰქონდა 1 “ლეჟანკა” და ფანქრის შეტანის უფლება არ ჰქონდა. ეს ხდებოდა ამ ვაჟბატონების ხელისუფლების დროს. ხომ არიან პოლიტიკურ სივრცეში?! ივანიშვილის მადლიერები უნდა იყვნენ ამისთვის. მაგრამ, ცოტა თავმდაბლობას მოუხმონ. ირაკლი ბათიაშვილის ნომერს მე მივცემ, აიღონ ტელეფონი და დაურეკონ, სანამ მოვლენ გულზე”
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე გადაცემაში “რეაქცია”;