პირველი დღიდან აქციაზე ვარ, მაგრამ ხალხში ვიყავი, მაგრამ არასდროს ვიყავი სცენაზე. ჩვენ ამ შენობაში (პარლამენტში) გვახსოვს ზვიად გამსახურდიას ისტორიიული სიტყვები – 9 აპრილის ზეიცური სულები დაგვცქერიან და ხარობენ, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ამ სიტყვების მოსმენისას დღესაც ჟრუანტელი მივლის. სწორედ ამ შენობაში, სადაც ეს სიტყვები ითქვა მოვიდა რუსი ოკუპანტი გავრილოვი. ამის შემდეგ ხალხმა გავაპროტესტეთ და მოხდა ის, რაც მოხდა. ამ ყველაფერს არავინ ელოდა. მე პირველი დღიდან ოკუპაციას ვაპროტესტებ. რა თქმა უნდა, რაც მოხდა იმააზე პასუხისმგებლობა ვიღაცამ უნდა აიღოს
მომღერალი სოფო ნიჟარაძე ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას;
რუსთაველის გამზირზე 4 ივლისს აქცია-კონცერტი გაიმართა. აქციაზე არაერთმა მომღერალმა მიიღო მონაწილეობა და მათ შორის, სოფო ნიჟარაძემაც;