Culture ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რუსეთში მუსიკალური სერვისებიდან ნინო ქათამაძის სიმღერები წაშალეს

რუსეთში მუსიკალური სერვისებიდან ქართველი მომღერლის, ნინო ქათამაძის, სიმღერები გაქრა. როგორც რუსულ მედიასთან საუბარში კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს ფაქტი ქათამაძის ბოლოდროინდელ განცხადებებს არ უკავშირდება. ინფორმაციას ამის შესახებ “იმედინიუსი” ავრცელებს

კერძოდ, რუსეთის ტერიტორიაზე ქათამაძის სიმღერები მიუწვდომელია iTunes-ის, Google Play Music-ის, Yandex.Music-ის და სოციალურ ქსელ VKontakte-ს მომხმარებლებისთვის.

„2017 წელს ნინო ქათამაძემ ლეიბლ Misteriya Zvuka-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა, რომლის საშუალებითაც Yandex.Music-ს მისი სიმღერები მიეწოდებოდა“, – აცხადებენ Yandex.Music-ის პრესსამსახურში.

ცნობისათვის, ნინო ქათამაძემ სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა, რომელშიც ღიად აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტია. მან თქვა, რომ რუსეთში აღარასდროს იმღერებს.

მანამდე ქართველმა მომღერალმა, ნინო ქათამაძემ რუსეთში, Усадьба Jazz-ზე იმღერა, რის გამოც ის სოციალურ ქსელებში ქართველმა მომხმარებლებმა გააკრიტიკეს.

იტვირთბა....