რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა, აქციაზე მყოფი ხალხის სიმრავლემ განაპირობა. რაც შეეხება აქციას, დღეს სცენა სოლო შემსრულებლებსა და მუსიკალურ ჯგუფებს ეთმობა.
აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, ხვალ სცენა მწერლებსა და პოეტებს დაეთმობა. პარლამენტის შენობის წინ, ამ ეტაპზე არანაირი ინციდენტი არ დაფიქსირებულა. აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ მიიღონ ალკოჰოლური სასმელები, ვინაიდან მათი თქმით, არ არის გამორიცხული პროვოკაციების მოწყობა.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.