aviabiletebi
მთავარი ციტატა

“მირჩევნია, მე დამჭრონ, ვიდრე დაიჭირონ სხვა, რიგითი მოქალაქეები” – უგულავა

“ხელისუფლება ალბათ გადავა დაჭერების სერიებზე. მე მირჩევნია, მე დამჭრონ, ვიდრე დაიჭირონ სხვა რიგითი ადამიანები და მათ აჰკიდონ პოლიტიკური ცილისწამებები. “ქართული ოცნება” იქცევა სრულიად აგონიურად, პრემიერი ხბოს აღტაცებით გამოთქვამს, რომ თურმე დარბევას არ ჰქონია ადგილი, ივანიშვილმა ხალხს წაართვა თავლები, მაგრამ ვერ დააბრმავა ისინი, სიმართლეს ხედავს მოსახლეობა, უდიდეს უტიფროფას აქვს ადგილი, მაგრამ ახლა მთავარია ყველაფერი მოხდეს კანონიერად და არჩევნების გზით გამოიცვალოს ხელისუფლება, 2020-ში უკვე განწირულია ეს ხელისუფლება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.

გიგი უგულავა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
“ტვ პირველის” ეთერი

იტვირთბა....