პენიტენციური სამსახურის ცნობით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ოთხ დღეში თავისუფალი იქნება. სუბელიანი ციხეს 8 ივლისს დატოვებს. მას ოთხი თვის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი წლითა და ერთი თვით მიუსაჯა პატიმრობა, სასჯელის ათვლა კი დაკავების დღიდან დაიწყო. მირზა სუბელიანს მოსამართლემ ბრალი გადაუკვალიფიცირა დანაშაულის შეუტყობინებლობიდან დანაშაულის დაფარვაში.
შეგახსენებთ, რომ მირზა სუბელიანი 9 ივნისს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. წარდგენილი ბრალის თანახმად, პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩა #4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მან გაიგო ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. ადვოკატის თქმით, სუბელიანი ბრალს აღიარებს.