“შინაგან საქმეთა მინისტრი არის ამ ყველაფრის ხელმძღვანელი. ბუნებრივია, თავისთავად არის ბუნებრივი, რომ მისი ბრძანებით იყო დაწყებული, რომ წინ არცერთი ნაბიჯი არ გადაედგა არავის და შემდეგ, როდესაც იძულებულები გახდებოდნენ, მასთან მივიდოდნენ, ეს ჩემი ვარაუდია, მე ამას არ შევსწრებივარ, მაგრამ ბუნებრივია, რომ ასე იქნებოდა. მის (გახარიას) გარეშე შეტევას არავინ არ დაიწყებდა. წარმოიდგინეთ ორი საათის განმავლობაში იტაცებენ მის კოლეგებს, არის შეურაცხყოფა, ცემა-ტყეპა და ესენი ითმენენ და უკვე თხელდება ეს კორდონი. ჩემი აზრით, ბუნებრივია, რომ გასცემდა დასტურს გახარია და ისინი გადავიდნენ შეტევაზე,“
ნუკრი ქანთარია, დეპუტატი
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ აქცია “სირცხვილია” ორ კვირაზე მეტია მიმდინაროებს. თავდაპირველად, აქციის დაწყება რუსი დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ მართმადიდებლობის საერთაშორისო ფურიმის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ყოფნამ გამოიწვია.
თუმცა, მას შემდეგ, რაც აქცია სპეცრაზმა დაშალა, აქციაზე სამი მოთხოვნა გაჟღერდა – გადადგეს შს მინისტრი გახარია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული სისტემით და გათავისუფლდეს აქციის დაშლის დროს დაკავებული ყველა პირი.
ამჟამად ორი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია – მომიტინგეები მხოლოდ გახარიას გადადგომას ითხოვენ.