ახალი ამბები მთავარი სამართალი

გასახვევი თუთუნი დაიბეგრება, უფილტრო სიგარეტზე კი აქციზი გაიზრდება

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, დაჭრილ (გასახვევ) თამბაქოზე აქციზის გადასახადი დაწესდება, ამასთან, ძვირდება აქციზი უფილტრო სიგარეტზეც.

ახალი კანონპროექტით, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

1 კგ გასახვევი თუთუნი 60 ლარით დაიბეგრება, უფილტრო სიგარეტზე კი გაიზრდება გადასახადი 10%-დან 30%-მდე და ფილტრიან სიგარეტს გაუტოლდება.

კანონპროექტის მიხედვით, საქონლის მიწოდება დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია კანონის მიერ გათვალისწინებული ნორმებით – ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში, გარდა ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

როგორც განმარტებით ბარათში წერია, კანონპროექტის მიზანია გადასახადების გადახდისგან თავის არიდების აღკვეთა, ასევე თამბაქოს ბიზნეს-სექტორში დასაქმებულ პირთათვის თანაბარი გარემოს შექმნა, კერძოდ, ერთ სამართლებრივ სივრცეში აღმოჩნდებიან თამბაქოს, როგორც აქციზური საქონლის მწარმოებელი პირები, ასევე ის პირები, ვინც თამბაქოს ნედლეულსა და ნარჩენებს მესამე პირებს აწვდიან.

ამასთანავე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ თამბაქოზე ფასის ზრდის შემდეგ, მოქალაქეებმა შედარებით იაფი ალტერნატივების ძებნა დაიწყეს, რაც გასახვევი თუთუნის მოხმარებით გამოიხატა.

იტვირთბა....