დღეს, ვატიკანში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის და რომის პაპის, ფრანცისკეს შეხვედრა იგეგმება.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხარეებს აქვთ თითქმის იდენტური პოზიციები ისეთ საერთაშორისო საკითხებზე, როგორიცაა: ტერორიზმთან ბრძოლა, რელიგიური ექსტრემიზმი, ეკოლოგიური და ადამიანისგან შექმნილი კატასტროფების თავიდან არიდება, ქრისტიანების დაცვა კონფლიქტურ ზონებში, რელიგიათოშირისი და ცივილიზაციათაშორისი დიალოგის გაძლიერება“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.
აღსანიშნავია, რომ პაპის და პუტინის შეხვედრა, ვატიკანში უკრაინელი კათოლიკე ლიდერების ჩასვლამდე ერთი დღით ადრე მოხდება.