ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსეთი საქართველოს ნატო–ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების საკითხს სახიფათოდ მიიჩნევს – კარასინი

რუსეთი საქართველოს ნატო–ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების საკითხს სახიფათოდ მიიჩნევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ჩვენი მხრიდან, ხაზი გავუსვით ლონდონში ნატო–ს დეკემბრის სამიტისას ალიანსის წევრად საქართველოს დაჩქარებული წესით მიღების საფრთხეებს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, გამოვყავით სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ისა და ნატო–ს მზარდი აქტიურობის თემატიკაც”, – განაცხადა მან.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი 2-3 ივლისს გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი.  საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.
იტვირთბა....