მთავარი ციტატა

ფაქტია, რომ ის მუხტი, რომელიც ჰქონდა აქციებს, დღეს აღარ აქვს – კორნელი კაკაჩია

ამ აქციამ მთავარ მიზანს მიაღწია, ეს იყო პროპორციული სისტემა და ამაზე ხელისუფლება დათანხმდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა.

არ არის გამორიცხული, ამ აქციამ მიიღოს სხვადასხვა სახე და ასევე არ არის გამორიცხული, რომ თუ ძირითადი მოთხოვნები არ შესრულდა, გაგრძელდეს შემოდგომაზე, რადგან არ დაგვავიწყდეს, რომ 2020 წლის არჩევნებამდე სულ დაძაბული ფონი იქნება, გამომდინარე იმ პოლიტიკური ვითარებიდან, რომელიც შექმნილია ქვეყანაში. ფაქტია, რომ ის მუხტი, რომელიც ჰქონდა აქციებს, დღეს აღარ აქვს და ალბათ, ხელისუფლებისთვის ეს არის მთავარი. იმის გამო, რომ ეს მუხტი ცოტათი ჩაიკარგა, ცოტა რთულია, ვივარაუდოთ, რამდენად შესრულდება გახარიას გადადგომის შესახებ მოთხოვნა

ექსპერტი კორნელი კაკაჩია „ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, ხომ არ დაკარგა საპროტესტო აქციებმა მუხტი

იტვირთბა....