ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩვენთვის ძალიან ძვირფასია თანამშრომლობა ამერიკასა და საქართველოს შორის” – თალაკვაძე

ჩვენთვის ძალიან ძვირფასია თანამშრომლობა ამერიკასა და საქართველოს შორის და გულწრფელად ვულოცავთ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, განაცხადა.

„მინდა მივულოცო ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე და ვუსურვო წარმატებები. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია თანამშრომლობა ამერიკასა და საქართველოს შორის და გულწრფელად ვულოცავთ ამერიკელ ხალხს ამ შესანიშნავ თარიღს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მანვე ჟურნალისტებთან ისაუბრა საქართველოს შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველო თავისი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სიმართლის დასაცავად არ არის მარტო. “ჩვენთან არიან პარტნიორები და საერთაშორისო საზოგადოება და ფორმატი, სადაც ნებისმიერი საკითხის დაყენება შეუძლიათ მხარეებს. სწორედ ამ ფორმატებში დადგენილი წესებით ვიხილავთ ყველა საკითხს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

იტვირთბა....