ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აგლაძის ქუჩაზე მშენებარე ეკლესიასთან, ხის კონსტრუქციას ხანძარი გაუჩნდა

თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მშენებარე ეკლესიასთან, დამხმარე ხის კონსტრუქციას ხანძარი გაუჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის ლოკალიზებაზე სამი ბრიგადა მუშაობდა.

იტვირთბა....