ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საქართველო თავისი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად არ არის მარტო” – თალაკვაძე

საქართველო თავისი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სიმართლის დასაცავად არ არის მარტო, ჩვენთან ერთად არიან ჩვენი პარტნიორები და საერთაშორისო საზოგადოება, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის, განცხადებების შეფასებისას.

„ასეთი განცხადებები არ არის ახალი სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა საქართველო თავისი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სიმართლის დასაცავად არ არის მარტო; ჩვენთან ერთად არიან ჩვენი პარტნიორები და საერთაშორისო საზოგადოება.

არის საერთაშორისო ფორმატები, სადაც ნებისმიერი საკითხის დაყენება შეუძლიათ მხარეებს. რა თქმა უნდა, ამ ფორმატებში დადგენილი წესებით ვიხილავთ და ვპასუხობთ ყველა საკითხს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისათვის, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, საქართველოზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან დაწესებული შეზღუდვები არ არის სანქციები.

„ეს იყო ადეკვატური რეაქცია იმ საფრთხეებზე, რომლებსაც პოტენციურად შეეძლო, ეარსება ჩვენი ტურისტებისთვის. კარგია, რომ საფრთხეები ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, როდესაც ისმის ისეთი მოწოდებები, როგორიც მაგალითად, ისმოდა თქვენი დეპუტატის ბობაშვილის (აკაკი ბობოხიძე) მხრიდან“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

იტვირთბა....