„ფეისბუკი“ შექმნილ შეფერხებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთ მომხარებელს უჭირს სურათების, ვიდეოების და სხვა ფაილების ატვირთვა და გაგზავნა ჩვენი აპლიკაციიდან. ვწუხვართ ამ შეფერხებისთვის და ვმუშაობთ იმისთვის, რომ სწაფად გამოვასწოროთ ეს პრობლემა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის, მსოფლიოს მასშტაბით „ფეისბუკი“ შეფერხებით მუშაობს. ათასობით ადამიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მათი სოციალური ქსელის გვერდი შეფერხებით მუშაობს. ისინი აცხადებენ, რომ ვერ ახერხებენ საკუთარი ფოტოების, ალბომებისა და გვერდების ნახვას. ამასთანავე, პირად შეტყობინებაში შეფერხებით იგზავნება სხვადასხვა სახის მასალები თუ ფოტოები.