ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“უპასუხისმგებლო განცხადებებმა შესაძლოა, საქართველოში რუსი ტურისტების მიმართ საფრთხე გამოიწვიოს” – კარასინი

საქართველოში რუსი ტურისტებისთვის საფრთხე ჯერ არ არსებობს, მაგრამ უპასუხისმგებლო განცხადებებმა შესაძლოა, ეს საფრთხე გამოიწვიოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, „რია ნოვოსტისთან” საუბრისას განაცხადა.

„სიტყვა „სანქციები“ სრულიად არასწორია – ეს ადეკვატური რეაქციაა იმ საფრთხეებზე, რომელთა პოტენციური არსებობა შესაძლებელი იყო ჩვენი ტურისტებისთვის. კარგია, რომ ისინი ჯერ არ არსებობს, მაგრამ ისინი შესაძლოა, გაჩნდეს ნებისმიერ მომენტში. უპასუხისმგებლო განცხადებები ჟღერს ძალიან ბევრი, ამ ატმოსფეროში სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე ინიციატივა და ყველაფერი გააკეთოს, რათა არ დაზარალდნენ ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები“ – განაცხადა კარასინმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

იტვირთბა....