მთავარი ციტატა

“ივანიშილს უნდა, თავის ნეხვში ყველა თანაგუნდელი ერთნაირად ამოთხვაროს” – უგულავა

“ივანიშვილმა ესენი ხომ გადუდღნა და გათხვარა,(კალაძე, ქუცნაშვილი, თალაკვაძე) მორალურად გააფუჭა და მინისტრები რომ არიან კიდევ, “აპოლიტიკურები”, “ტექნოკრატები”, მეორე დღეს დააყენა და ყველას ერთი და იგივე სისულელეები ათქმევინა. იმის მაგივრად, რომ შეწყვიტონ ეს მარაზმი და თქვან, რომ გადადგეს გახარია და პოლიტიკური პროცესები წამოვიყვანოთ ნორმალურად და ხალხისადმი ნდობა გაზარდონ, ჩვენ ვხედავთ ივანიშვილის მცდელობას, რომ “აი, მე კი არ ვარ მარტო ამ ნეხვის კასრში, თქვენც ჩაგსვამთ”, მას უნდა, რომ თავის მარაზმში და უბედურების მორევში ყველა ჩაითრიოს”

 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.

გიგი უგულავა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
“ტვ პირველის” ეთერი

იტვირთბა....