ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დარჩებიან თუ არა რომან კაკულია და მარიამ ჯაში კომიტეტის თავმჯდომარეებად, ამაზე გუნდი იმსჯელებს” – ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუნდი იმსჯელებს დარჩება თუ არა რომან კაკულია და მარიამ ჯაში კომიტეტის თავმჯდომარეებად.

მისი თქმით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენმა კოლეგებმა მთავარი ვერ გაიგეს, რომ საუბარი პარლამენტის წევრის დაპატიმრებაზე არ იყო, არამედ საუბარი იმაზე იყო, რომ პარლამენტის წევრის უფლებები გაეთანაბრებინათ ჩვეულებრივი მოქალაქის უფლებებთან, რომლის მიმართაც პროკურატურას შეიძლება ჰქონდა პრეტენზიები და მითუმეტეს მიმართავდეს სასამართლოს. სასამართლო გადაწყვეტს საკითხს და არა პარლამენტი. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს ჩვენი კოლეგა იქნება თუ სხვა” – აცხადებს ვოლსკი.

კითხვაზე იქნებიან, თუ არა პარლამენტში თანამდებობებზე ისინი წლის განმავლობაში, ვოლკსი პასუხობს: „ვნახოთ”.

„ეს მათი გადასაწყვეტი არ არის, ამაზე გუნდმა უნდა იმსჯელოს. არ შეიძლება ასეთი საკითხები უყურადღებოდ დარჩეს. მე ამ ადამიანების მიმართ მაქვს გარკვეული პრეტენზიები, თუმცა ასეთი საკითხი უფრო სერიოზულად უნდა იყოს განხილული“, -განაცხადა გია ვოლსკიმ.

მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეა, ხოლო რომან კაკულია – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ  ნიკა მელიას დეპუტატის მანდატის შეჩერების საკითხზე, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის რომან კაკულიას, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს. ამასთან, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს არც რეგისტრაცია გაუვლიათ.

იტვირთბა....