ჯანდაცვა

სიმსუქნე კიბოს უფრო მეტ შემთხვევას იწვევს, ვიდრე სიგარეტის მოწევა

გაერთიანებული სამეფოს კიბოს კვლევითი ცენტრის თანახმად, სიმსუქნე სიმსივნის გაცილებით მეტ შემთხვევას იწვევს, ვიდრე სიგარეტის მოწევა.

კერძოდ, მეცნიერები განმარტავენ, რომ კუჭ-ნაწლავის, საკვერცხეების, თირკმლისა და ღვიძლის კიბოებს ზედმეტი წონა უფრო ხშირად იწვევს, ვიდრე თამბაქოს მოხმარება.

გაერთიანებული სამეფოს კიბოს კვლევითი ცენტრის ახალი მიგნების თანახმად, მილიონობით ადამიანი დგას კიბოს რისკის ქვეშ მათი ჭარბი წონის გამო და სიმსუქნით გამოწვეული კიბოს შემთხვევების რაოდენობა, სიგარეტის მოწევით გამოწვეულ დაავადებებს ორჯერ აღემატება.

ბრიტანეთის კიბოს კვლევითი ცენტრი, მსგავსი განცხადებების გამო, ჭარბწონიანი ადამიანებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს. თუმცა კვლევითი ცენტრი განმარტავს, რომ მათი ანგარიში სიმსუქნით დაავადებული ადამიანების დადანაშაულებას და შერცხვენას არ ემსახურება, არამედ ცდილობს მათ ჯანმრთელობას შეუწყოს ხელი.

ბოლო სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გაერთიანებულ სამეფოში, ზრდასრული ადამიანების 80%-ზე მეტი ჭარბ წონას ატარებს, მამაკაცთა ერთ მესამედი და ყოველი 10 ქალიდან 8 კი სიმსუქნით დაავადებულად ითვლება.

მარიამ გიგანი

“პრაიმთაიმი”

იტვირთბა....