საქართველოს პოლიტიკა და მიდგომა რუსეთის მიმართ არის ძალიან ცხადი და ნათელი. ჩვენი პოლიტიკა არასდროს არ ყოფილა და არ იქნება მიმართული რუსი ხალხის მიმართ. თუ ტურისტი ჩამოდის და კანონის მოთხოვნების დაცვით ქვეყნის სიკეთეებით აღფრთოვანდება, ამაში ცუდი არაფერია. არ მახსენდება, რომ რამე მომხდარიყო ეთნიკური ნიშნით რუსების წინააღმდეგ. ეს ფაქტი უბრალოდ ექსპლუატირებულია, გამოყენებულია ამ პროცესში რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ჩვენზე ზეწოლისთვის. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია რუსეთის პოლიტიკური წრეების განწყობების მიმართ, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია არის მყარი, არ შეცვლილა, არის ერთიანი და ხვალაც ასე იქნება, ვიდრე რუსეთი თავის პოზიციას არ შეიცვლის. რაც შეეხება ხალხთა შორის ურთიერთობებს, ამის წინააღმდეგი ჩვენ არასდროს ვყოფილვართ
განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადების საპასუხოდ. შეგახსენებთ, რომ კარასინის თქმით, დემონსტრაციამ, ანტირუსულმა განცხადებებმა და ლოზუნგებმა ურთიერთობების საერთო სურათი გააფუჭა