ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კანადამ უკვე შეიყვანა უკრაინა იმ ქვეყნების ნუსხაში, რომელსაც შეიარაღებას მიჰყიდის – ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, კანადამ უკვე შეიყვანა უკრაინა იმ ქვეყნების ნუსხაში, რომელსაც შეიარაღებას მიჰყიდის. ამის შესახებ ტრუდომ ორ ივლისს, უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კანადის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთი საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საერთაშორისო სამართალსაც უქმნის.

„რუსეთის აგრესიის, უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო ნორმებისთვის ძირის გამოთხრისმცდელობის ფონზე, რაც ყირიმის უკანონო ანექსიასაც მოიცავს, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც კანადაა, მნიშვნელოვანია იდგნენ პარტნიორების მხარდამხარ“, – განაცხადა კანადის პრემიერ მინისტრმა.

ტრუდოს თქმით, კანადამ უკვე დააბანდა ინვესტიციები უკრაინაში ამუნიციის მწარმოებელ საწარმოში და ასევე გააგრძელებს უკრაინის არმიის რეფორმირების პროცესში მონაწილეობას. უკრაინაში ამჟამად 200 კანადელი სამართალდამცველია დისლოცირებული.

იტვირთბა....