ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას შსს-ს ვებგვერდზე შეძლებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს – POLICE.GE დაემატა სერვისი – ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია.

ამიერიდან, მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას უკვე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც შეძლებენ, ერთი პლატფორმის პრინციპით.
“კერძოდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – police.ge, ე.წ.. ჯარიმების კაბინეტს დაემატა ჯარიმის გადახდის ფუნქცია. აღნიშნული ფუნქცია მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთ ვებგვერდზე ნახონ ვიდეოჯარიმის სტატუსი და მისი არსებობის შემთხვევაში, ამავე გვერდზე, ყველაზე დაბალი საკომისიო გადასახადით – 1%, შეძლონ საჯარიმო ქვითრის გადახდა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

იტვირთბა....