მთავარი ციტატა

“მართალია, პოლიტიკური პარტიები არიან წარმოდგენილები, თუმცა ისინი არ არიან ლიდერები” – მშვილდაძე

„ჩვენთვის პრინციპული საკითხია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლო ასეთი აქციების ორგანიზება. მართალია, პოლიტიკური პარტიები არიან წარმოდგენილები, თუმცა ისინი არ არიან ლიდერები. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოება ვერ დაუშვებს, რომ ასეთი რწმენა, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში გაქრეს. ფორმები იქნება მრავალფეროვანი. ეს აქციებიც იქნება შენარჩუნებული, თუმცა მოლაპარაკებების მაგიდასთან გადანაცვლებაზე საერთოდ არ არის საუბარი“

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც

მიშა მშვილდაძე, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი
“პალიტრანიუსის” ეთერი

იტვირთბა....