მთავარი ციტატა

“ვიცი, რომ შვეიცარია არ გახდებოდა საქართველო 4 წელში, მაგრამ მინდოდა რაიმე პროგრესი მაინც დამენახა” – ჩიჩუა

“ვიცი, რომ შვეიცარია არ გახდება საქართველო 4 წელში და ვერც 5 – ში, მაგრამ, მინდოდა, რაიმე პროგრესი მაინც მენახა, მე არ ვარ პატარა, გამომივლია ბევრი ცუდი წელი, 9 აპრლილი და მრავალი პროტესტიც, მაგრამ ეს პერიოდი იყო რაღაც განსაკუთრბული მუხტი, როდესაც გყავს ისეთი ხელისუფლება, რომ მთავარ სავარძელში აღმოჩნდება ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი, რუსეთი არ არის მხოლოდ ოკუპანტი, არამარტო ტერიტორიები, ჩვენ ადამიანებიც დვაკარგეთ მათთან ომში”

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.

 

მაკა ჩიჩუა, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი
“ტვ პირველის” ეთერი

იტვირთბა....