ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“კაცი წვერს მოუშვებს თუ ვარცხნილობას შეიცვლის, ამით მისი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ უქმდება” – ვოლსკი

უნდა დავაკვირდეთ, აქციებს ვინ ატარებს – სწორედ ის ხალხი, ვისაც გიორგი გახარიამ პარლამენტში შეჭრის საშუალება არ მისცა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ.

„არ მინდა, აქციის მონაწილეებს რაიმე შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ კრისტალიზაცია მოხდა. ფაქტია, რომ წარმმართველი ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“. მიუხედავად იმისა, კაცი წვერს მოუშვებს თუ ვარცხნილობას შეიცვლის, ამით მისი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არანაირად არ უქმდება. უნდა დავაკვირდეთ, აქციებს ვინ ატარებს – სწორედ ის ხალხი, ვისაც გიორგი გახარიამ პარლამენტში შემოსვლის, შემოჭრის საშუალება არ მისცა. არის კიდევ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ითხოვენ, რომ გახარია არ გადადგეს. არიან ადამიანები, პაციფისტები ვინც დაკავშირებული არ არიან რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, თავიდანვე შეცდომა იყო, რომ ხელისუფლებამ „ნაციონალურ მოძრაობას“ სათანადოდ არ მოსთხოვა პასუხი.

„ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა გადაეფარონ და სხვადასხვა როლი ითამაშონ, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთია და მაინც მოუწევთ, საზოგადოების წინაშე პასუხი აგონ იმისთვის, რაც თუნდაც, 20 ივნისს დაატრიალეს და ის ადამიანები გაწირეს, ვისაც ფიზიკური ზიანი მიადგა. თუნდაც იმისთვის, რაც ჩაიდინეს, უამრავი ადამიანი მათი ხელიდან გარდაიცვალა, მათ შორის აქციებზე და პოლიტიკური პასუხისმგებლობა არც გიგა ბოკერიას და არც „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ლიდერს, ვინც მაშინ სახელმწიფო პოზიციებს იკავებდა, არათუ პასუხისმგებლობა, არამედ სინანულიც კი არ გამოუთქვამთ.

თავიდანვე შეცდომა იყო, რომ ეს პასუხისმგებლობა ისე არ მოვთხოვეთ, როგორც საჭირო იყო და დღეს, ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დააყენეს, როგორც პოლიტიკურ განზომილებაში, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

იტვირთბა....