„ნიკა მელიას დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას გაართულებდა. იმედი მაქვს, სახალხო დამცველი პროცესში ჩართულობას გააგრძელებს, თუმცა ვფიქრობ, სანამ გახარია თანამდებობიდან არ გადადგება და დამოუკიდებელი საგამოძიებო პროცესი არ წარიმართება, რეალურად 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ სიმართლეს ვერ დავადგენთ. 20 ივნისის ღამის სრულფასოვანი გამოძიება გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას, რადგან ისე სრულფასოვან გამოძიებაზე საუბარი აბსურდია“.
სალომე სამადაშვილი, ენმ-ის წევრი