ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბრექსითის პარტიის წევრებმა ევროკავშირის ჰიმნის შესრულებისას ევროპარლამენტს ზურგი შეაქციეს

2 ივლისს სტრასბურგში ევროპარლამენტის გახსნით სესიაზე ბრექსითის პარტიის ლიდერმა ნაიჯელ ფარაჯმა და სხვა წევრებმა ევროკავშირის ჰიმნის, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის შესრულებისას პარლამენტს ზურგი შეაქციეს.

ბრექსითის პარტიის ერთერთმა წევრმა დევიდ ბულის თქმით, ის და მისი კოლეგები იმიტომ მოიქცნენ ამგვარად, რომ ეს არა “ეროვნული ჰიმნი” არამედ “ფედერალური ჰიმნი” იყო – “ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ ჩვენ ევროპელ მეგობრებსა თუ კოლეგებს.”

სავარაუდოდ, ბრექსითს პარტიის 29 წევრის წინააღმდეგ ზომებს არ მიიღებენ, რადგან პარლამენტის წესები არ დარღვეულა.

თუმცა, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანის თქმით, “ეს ზრდილობის საკითხია.”

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთს ევროკავშირის დასატოვებლად დრო 31 ოქტომბრამდე აქვს.

 

იტვირთბა....