ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” ლიდერის დავით ქაცარავას განცხადებით, აზერბაიჯანელებმა ჩიჩხიტურის მიმართულებით ბილიკის გაყვანა დაიწყეს.
“ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანელებს გაყავთ ბილიკი. ამ მოცემულობით
დელიმიტაციის კომისიის ე.წ. მუშაობა სუფთა ფორმალობაა.
დუმს როგორც დელიმიტაციის კომისიის ყველა წევრი, ასევე ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ოპოზიციის ჩათვლით.
რა ხდება ბატონებო და ქალბატონებო, გადაეცით გარეჯი აზერბაიჯანელებს და არ გვეუბნებით???”, – წერს სოციალურ ქსელში ქაცარავა.
“მეტრონომი” საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა აღნიშნულ საკითხზე. პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს.