ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოსთან ვიზების გაუქმება განიხილებოდა, მაგრამ არ გამოვიდა – კარასინი

გრიგორი კარასინის განმარტებით, რუსეთი მზად იყო, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები გაეუქმებინა, მაგრამ ეს საკითხი დღის წესრიგიდან ჯერჯერობით მოიხსნა.

„ნამდვილად, ვიზების გაუქმება განიხილებოდა. ამისთვის პრინციპულად მზად ვიყავით, მაგრამ არ გამოვიდა. მოგვიწევს უკეთეს დროს დაველოდოთ” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

ჩვენ სავიზო რეჟიმი მაქსიმალურად ლიბერალური გავხადეთ. რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, დაპატიჟოს საქართველოდან ის, ვისაც საჭიროდ თვლის. რუსეთში ჩასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. ამასთან, ჩვენ მზად ვიყავით, წინ წავსულიყავით – ვიზების გაუქმებამდე“, – განაცხადა კარასინმა

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, 8 ივლისიდან საქართველოსთან სამგზავრო ავიამიმოსვლა დროებით შეწყდეა.

 

იტვირთბა....