ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ნიკა მელიას მონიტორინგს სასამართლო ელექტრონული სამაჯურით განახორციელებს

ნიკა მელიას მონიტორინგს სასამართლო ელექტრონული სამაჯურით განახორციელებს.

მელიას განცხადებით, მისთვის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

„მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ბიძინა ივანიშვილმა იმ ღამეს გააკეთებინა… გადაიფიქრა ჩემი დაპატიმრება რამდენიმე ფაქტორის გათვალსიწინებით. რა თქმა უნდა, ალბათობა იმისა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებდა, იყო, თუმცა რთულია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა. ამას ვერავინ შეძლებს დუნიაზე, მაგრამ ის, რომ ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ეს არის პირდაპირ წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, მეტიც, დამიმატეს და რაღაც სამაჯური უნდა გავიკეთო და ასე უნდა მოხდეს ჩემი გადაადგილება. ელექტრონული მონიტორინგი გულისხმობს ელექტრონული სამაჯურის ტარებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ, ნიკა მელიას საქმეზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და არ დააკმაყოფილა პროკირატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ.

იტვირთბა....