რუსები სხვანი არიან და მათი პოლიტიკური ელიტა არის იმპერიალისტები,- ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „კავკასიის“ დამფუძნებელმა, დავით აქუბარდიამ განაცხადა.
„ამ იმპერიალისტებთან რატომღაც უცნაურ ტანგოს ცეკვავს ჩვენი ბიძინა ივანიშვილი. ეს არის პრობლემა ჩვენი და მართლა უნდა გაიმიჯნოს. გულწრფელად ვამბობ, გავმიჯნოთ უნდა მათი იმპერიული, აგრესიული წიაღსვლები და ჩვენი ხელისუფლების უბედურება და საშინელება. უწვებიან და ცუდს აკეთებენ. ორჯონიკიძე მონაგონია. ალბათ გეხსომებათ, სტალინმა რომ ორჯონიკიძეს წერილი მისწერა, დასტურია, აიღე ქალაქიო. არც პუტინია სტალინი და არც ბიძინა ივანიშვილია ორჯონიკიძე, ან არ გამოსდის იმიტომ, რომ თქვენ ხართ აქ. ჩვენი ახალგაზრდობა დგას აქ და მე მეამაყებით ყველანი. მივმართავ მშობლებს, თქვენი შვილები ახლა გამოცდებს აბარებენ და თქვენ გამოდით აქციებზე და თქვენ დაუდექით ამ აქციას“, – განაცხადა აქუბარდიამ.