რუსთაველზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, “გლდანის აუზის” თანამშრომელი, 61 წლის გია წოწირია, აქციებში მონაწილეობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
აქციის ორგანიზატორთა თქმით, აღნიშნული მეთოდებით ცდილობენ ადამიანების დაშინებას, რომ სამოქალაქო პროტესტი ჩაახშონ.
აქციის ორგანიზატორთა თქმით, მიუხედავად სხვადასხვა კამპანიისა და ხელოვნური ბარიერისა, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს, აქციები მაინც არ დაიშლება.