ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ნაცმოძრაობის ყველა ნაბიჯი ემსახურება არა ქვეყნის ინტერესებს, არამედ პარტიულ ინტერესებს” – კილაძე

ვატყობ, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალების“ ორივე განშტოებას თავსატეხი გაუჩინა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ, საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ის, რასაც დიდი ხანია ითხოვენ, ინიციატივის სახით წარმოვადგინეთ და ამით ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში უპრეცედენტო ნაბიჯი გადავდგით ბოლი პერიოდში. მათი სიყალბე კარგად ჩანს. მათი ყველა ნაბიჯი ემსახურება არა ქვეყნის ინტერესებს, არამედ საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებს. ეს მათი სიყალბე კარგად ჩანს და ზედაპირზე დევს. პარტიული პიარაქცია რა შუაშია, როცა ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით და ამ ნაბიჯის პრეზენტაცია მოვახდინეთ. თუ განსხვავებული აზრი ჰქონდათ, შეეძლოთ, მოსულიყვნენ და დაეფიქსირებინათ. მათი ყველა ნაბიჯი ვიწროპარტიულ ინტერესებს ემსახურება და არა ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

იტვირთბა....