ახალი ამბები

ჩარკვიანი – ნამუსიც კარგი საქონელია, რა, ბოკერიას ცოლი იძახის, მიშა და „ნაცები“ ცუდიაო

„აი, მართლა ნამუსიც კარგი საქონელია, რა. ამის ცოლი იძახის, მიშა და „ნაცები“ ცუდიაო, პროვოკაცია მოაწყვესო და ფინალში თვალებდათხრილი ხალხი მივიღეთო (ერთი ერთში, ბიძინას და გახარიას მესიჯი). კიდევ კარგად ყოფილა სააკაშვილი და კიდევ კარგად მოუხერხებია ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარება ამათ ხელში. დიახ, მე ვამბობ ამას 7 ნოემბრის აქციის მონაწილე! ხალხის დარბევას მაშინ თუ ვაპროტესტებდით, ახლა აღარ აპროტესტებთ, ჩვენი შვილების თვალების დათხრას ზოგიერთი „ლაგამამოდებული“????? დიიიდი ქარხანა მუშაობდა მაშინაც და ახლაც საქართველოს განვითარების წინააღმდეგ? ახლა უფრო ნათლად ჩანს ყველაფერი, კიდევ კარგად მოგვიხერხებია ამ ხნის მანძილზე განვითარება დიახ, იყო დანაშაულებები და იყო განვითარება და შენება (ყოფილი ხელისუფლების დროს)! ახლა მხოლოდ დანაშაულებებია, არანაირი განვითარება, „რუსული ჭაობია“ წინ! ეს ნიჭიერი ხალხი, უნიჭოებივით ვიქცევით“ რით ვერ გავიგეთ, რომ „ძალა ერთობაშია”, ანუ შეცდომების გაანალიზებაში და რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაში კოალიციური მთავრობის დროს, კანონის უზენაესობაა, თავისუფალი პროკურატურა,სადაც ანტიკორუფციული კანონი მუშაობს, საშიში არაფერია! ამიტომ ვყვირი ხმის ჩახლეჩამდე, რომ , „ძალა ერთობაშია“!!!”

თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” ვიდეოს ავრცელებს, სადაც 7 ნოემბრის აქციის დარბევის შემდეგ ახლანდელი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საუბრობს. 

იტვირთბა....