ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხუთი აბიტურიენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან ვერ გადმოვიდა – საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი

ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე სულ 395 აბიტურიენტი გამოცხადდა. მათგან ექვსი ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოსული.

როგორც საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ქირიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პირველ სესიაზე 46 აბიტურიენტი არ გამოცხადდა, მათ შორის ხუთმა აფხაზეთიდან ვერ შეძლო გადმოსვლა.

როგორც ქირია ამბობს, ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტთან 25-მდე აბიტურიენტი ელოდება გადმოსვლის ნებართვას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ტესტს ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერენ.

იტვირთბა....