ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დამეხმარეთ, შვილი მომპარეს, დამირეკა, მამა მკლავენო” – 10 წლის ბავშვის მამა დახმარებას ითხოვს

ხონში მცხოვრები ლიპარიძეების ოჯახი, 10 წლის შვილის ადგილსამყოფელს ეძებს. მათი თქმით, ბავშვის დედამ სასამართლოს გადაწყვეტილება დაარღვია და ბავშვი ღამით, როცა ეძინა, ძალით ადვოკატისა და პოლიციის დახმარებით წაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

“დამეხმარეთ, შვილი მომპარეს. საფრთხე ემუქრება, დამირეკა მამა მკლავენო და ტელეფონი წაართვეს, გამოურთეს. პირზე დაფარებით წაიყვანეს სახლიდან და არ ვიცი დღემდე სად არის,” – ემოციურად საუბრობს ბავშვის მამა დათო ლიპარიძე.

როგორც არასრულწლოვანის ბებია ამბობს, ბავშვი იძულების გამო ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

აღნიშნულ ინფორმაციას გატაცების შესახებ არ ადასტურებენ არასრულწლოვანის დედის ოჯახში. სოციალური მომსახურების სააგენტოში კი განმარტავენ, რომ ბავშვის ოჯახიდან წაყვანა შექმნილ ვითარებაში აუცილებელი იყო.

 

იტვირთბა....