განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მან ეს დღე მილოცა აბიტურიენტებს და იმედი გამოთქვა, რომ გამოცდები მაღალი შედეგით დასრულდება.
“თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მომენტი დაიწყო. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი საზოგადოებაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს, რადგან ვიცი კარგად გესმით, ცოდნა და შემოქმედება, განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა, თქვენი კეთილდღეობისა და, რაც მთავარია, ქვეყნის განვითარების წინაპირობაა”. – აცხადებს მინისტრი.
შეგახსენებთ, პირველი გამოცდა დღეს ქართული ენასა და ლიტერატურაში ტარდება. საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. 2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.