ახალი მემარჯვენეების ლიდერის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, პროპორციულ არჩევნებზე დიალოგისთვის, უნდა შესრულდეს სამი პირობა.
ამის შესახებ კაციტაძემ ოპოზიციური სპექტრის სახელით განაცხადა.
„ჩვენ 20 პოლიტიკურ ორგანიზაციას, კარგა ხანია წარდგენილი გვაქვს საქართველოს პარლამენტში გაცილებით უფრო მეტი ხელმოწერა, 300 ათასამდე ხელმოწერა ჩვენი მოქალაქეებისა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს პროპორციული არჩევნების ჩატარებას 3 %-იანი ბარიერით და უახლოეს დღეში აღნიშნული საკითხი პასუხგაცემული უნდა იყოს პარლამენტის მხრიდან. ამიტომ ჩვენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები როგორც საპარლამენტო ისე არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ვაცხადებთ რომ პირველ რიგში დარეგისტრირდეს საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული კანონპროექტი. ასევე “ქართული ოცნების” მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში. მეორე, სასწრაფოდ შეიქმნას საკონსტიტუციო ცვლილებისათვის საერთო სახალხო განხილვისათვის კომისია. ან ფორმატი რომელიც იქნება იდიალური საშუალება იმ დიალოგის საწარმოებლად, რაც განაცხადა “ქართულმა ოცნებამ” და სადაც მოხდება ჩვენი, შეიძლება მცირედი მაგრამ განსხვავებული პოზიციების დაახლოება და მესამე, შევეცადოთ, რომ აღნიშნული კომისია იყოს მაქსიმალურად წარმომადგენლობითი,“-განაცხადა მამუკა კაციტაძემ.