“რწმენა დავკარგე მე, თითქოს, იმ ხალხის, ვინც არ უფრთხილდება თავის საზოგადოებას და იმედებს. აღშფოთებული ხალხი, რომელიც დღეს დგას და იძახის, ეს რა ვნახეთო, მათ დროსაც მომხდარა ძალადობები. ერთმანეთს უმტკიცებენ, რომ რახან მათ დააშავეს, ჩვენც შეგვიძლია, დავაშავოთ და შუაში დგას ხალხი. აქ მდგარი ხალხის სამშობლოსადმი სიყვარული უფრო გულწრფელია, ვიდრე მთლიანად აღებული მთავრობის და პარტიების. არ აქვს მნიშვნელობა, ბრძანება, ვინ გასცა, არსებობენ ადამიანები, ვინც ამ ბრძანებას შეასრულებს და მათ შინაგანად შეუძლიათ ამ ყველაფრის გაკეთება”
ამის შესახებ ილიკო სუხიშვილმა აქციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა;