“ჩვენ გვქონდა სამი მოთხოვნა და გვექნება სამი მოთხოვნა. ამ მოთხოვნებს არც არაფერი გამოაკლდება, არც არაფერი დაემატება და არც არაფერი ჩარედაქტირდება, ჩვენ გვიკმაყოფილებენ სამივე მოთხოვნას და მერე მივდივართ სახლში, იმიტომ, რომ ეს სიტყვა დავთქვით ჩვენ და ჩვენს სიტყვებს პატივს ვცემთ, ჩვენთვის სიტყვა ჰაერი არ არის”
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი;
აქციის მონაწილეებს 3 მოთხოვნა ქონდათ – პროპორციული სისტემით არჩევნები, შს მინისტრის გადადგომა და აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება. სამი მოთხოვნიდან ორი შესრულდა, აქციის მონაწილეები მესამე მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ – გახარიას გადადგომას.