„ათიათასობით ადამიანი გამოვიდა, რომ ხმა მიაწვდინოს ბიძინა ივანიშვილს. ბატონო ივანიშვილო, წაგლეკავს ხალხის ძალა. ჯობია, მშვიდობიანად დათმოთ ხელისუფლება და წახვიდეთ. ამაზე მეტი ძალა არ არსებობს, ხალხის ძალას წინ ვერაფერი ვერ აღდგომია და ვერც თქვენ აღუდგებით. ახლა ხალხი ითხოვს სამართლიანობას და თვითონ აღადგენს ამ სამართლიანობას”
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი “თავისუფლების მარშის” მსვლელობის დროს ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” საუბრისას;
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკის მოედნიდან თვისუფლების მოედნამდე “თავისუფლების მარში” მიმდინარეობდა, სადაც მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის გადადგომა იყო.