“არა ნაციონალურ მოძრაობას, ბოკერიას პარტიასა და ქართულ ოცნებას. დავიღალეთ მათი სპექტაკლებით. თბილისში რაც ხდება, წინააღმდეგაა ქართველი ხალხის. მაინცდამაინც ლგბტ უნდა გინდოდეს? არა ხელისუფლების გადაცემას, რასაც ახლა “ქართული ოცნება” აკეთებს. დავით გარეჯი საქართველოა და ეს არ გვავიწყდება არავის. მათ უნდათ, რომ სოხუმი და ცხინვალი არ დაბრუნდეს საქართველოში”
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი დავით-თარხან მოურავი ზუგდიდში შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავს; წყარო რადიო “ათინათი“;
ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე “პატრიოტთა ალიანსის” ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ადგილობრივებთან ერთად საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ხალხია შეკრებილი. მათი თქმით, ისინი ზუგდიდში საქართველოში არსებული ვითარების გასაპროტესტებლად ჩამოვიდნენ.