ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აქციის მონაწილეების ორი ძირითადი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, გახარიასთან დაკავშირებით კი ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ”

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტის წინ მიმდებარე აქციაზე მონაწილეების ორი მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

“ჩვენი გუნდის პოზიცია საკმაოდ გასაგებია ყველასთვის, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ რამდენიმე მოთხოვნა და ორი ძირითადი მოთხოვნა არის დაკმაყოფილებული, ორივე ჩვენთვის და იმედია, მათთვისაც ძალიან სერიოზული”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილის განცხადებით, მესამე მოთხოვნაზე, შს მინისტრის გადადგომაზე, მმართველმა გუნდმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა.

„რაც შეეხება გიორგი გახარიას, საკმაოდ ნათლად და მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, რაც არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, არის ის, რომ გამოძიებულ იქნას ვანდალური აქტები და ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის წინ, შემდეგ კი, თბილისის სხვადასხვა წერტილებში. ამ ყველაფერზე სამართლებრივი რეაგირება იქნება აუცილებლად და იქნება მკაცრი, ასევე, გამოძიება იქნება ძალის შესაძლო გადამეტების შემთხვევებზე.

ვფიქრობ, გახარიამ საკმაოდ ნათლად თქვა თავისი პოზიცია – მას შემდგომ, რაც გამოძიება ჩატარდება, თუ დადგინდება მასიურობა შსს-ს ან პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების, არაპროპორციული ძალის გამოყენების, ამაზე ის აიღებს პასუხისმგებლობას, თუმცა მანამდე ეს უნდა დადასტურდეს“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

იტვირთბა....