ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აქციის მონაწილეები 29 ივნისს “თავისუფლების მარშის” მოწყობას გეგმავენ

აქციის მონაწილეები 29 ივნისს 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებას და თავისუფლების მარშის მოწყობას გეგმავენ. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მიშა მშვილდაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მშვილდაძემ ივანიშვილს მოუწოდა, რომ უკან დახევის პრეცენდენტი შექმნას. მისი განცხადებით, ქვეყანაში ერთადერთობის დრო დასრულდა და ერთობის დრო მოვიდა.

“ხვალ ხომ უფრო ჯანზე ვიქნებით? გახარია გვეუბნება, სანამ თქვენ არ წახვალთ, მე არ წავალო. ჩვენ კიდევ ვეუბნებით, რომ ჩვენ არ წავალთ, სანამ ის არ წავა და აბა ვნახოთ, ვინ უფრო ჯიუტია. 9 დღე თუ ვიდექით, 1509 დღე რატო ვერ ვიდგებით? რა შეგვიშლის ხელს? წასასვლელია ეგ ბიჭი და წავა. მაგრამ მთავარია, რომ არ დავუშვებთ, თითქოს გახარიამ გაიმარჯვა ქართულ საზოგადოებაზე. ბიძინა, შენ არ ხარ ერთადერთი, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს. ბატონო ბიძინა, უნდა დადო უკან დახევის პრეცენდენტი. უნდა გადადგეს გახარია. ხელისუფლებაში არ გვჭირდება ადამიანი, რომელმაც საჭირო მომენტში უკან დახევა არ იცის. ერთადერთობის დრო დამთავრდა. ერთობის დრო მოვიდა. არავინ არ უნდა იფიქროს ერთადერთობაზე. არავინ არ უნდა იღებდეს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ქვეყანაში,”- განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც. გიორგი გახარია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას;

დღევანდელი აქცია ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.

იტვირთბა....