ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ივანიშვილმა უნდა გადააყენოს ჯალათი გახარია, ბახტაძე სრულიად ნომინალურია” – ბოკუჩავა

გახარია ივანიშვილმა უნდა გადააყენოს. ამ კონფიგურაციაში მამუკა ბახტაძე, რომელიც 2 დღეა აბსურდული ბრიფინგებით გვევლინება, სრულიად ნომინალურია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა. ~

ბოკუჩავას თქმით, ახალგაზრდები პარლამენტის შენობის წინ იდგებიან იქამდე, სანამ შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნა არ შესრულდება.

„ხედავთ, რომ ახალგაზრდები არ იშლებიან. ისინი უკვე მე-9 დღეა ძალიან პრინციპულად დგანან, ახლა უკვე ერთადერთი მოთხოვნით – ეს არის გიორგი გახარიას გადადგომა, ჯალათის, რომელიც 20 ივნისის სისხლიანი ღამის მთავარი შემოქმედია. თქვენ, ასევე, გუშინ ნახეთ, რომ ახალგაზრდები წავიდნენ ბიძინა ივანიშვილის სახლთან და ამით მათ კიდევ ერთხელ გააჟღერეს ის, რომ ეს გადაწყვეტილება ივანიშვილის მიერ არის მისაღები. მან უნდა გადააყენოს ჯალათი გახარია. ბუნებრივია, ბახტაძე, რომელიც აბსურდული ბრიფინგებით გვევლინება 2 დღეა, სრულიად ნომინალურია ამ კონფიგურაციაში. ასე, რომ ახლა ივანიშვილის მისაღებია ეს გადაწყვეტილება, მოუსმინოს ამ ახალგაზრდებს, რომლებიც აქ იდგებიან იქამდე, სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

იტვირთბა....