პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, მიუხედავად შს მინისტრის თხოვნისა აქციის შეწყვეტასთან დაკავშირებით, დაშლა გახარიას მიერ თანამდებობის დატოვებამდე არ იგეგმება.
“ეს ჩვენი სამსახურია, ქუჩა, მაგრამ ისე არ ქნათ, რომ სახლი გახდეს. აღარ გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც ელემენტარულ საკითხებზე ქუჩაში უნდა ვიდგეთ. ჩვენ ასე უბრალოდ არ წავალთ, ამ მესამე მოთხოვნის გარეშე, დააკმაყოფილეთ მესამე მოთხოვნა და წავალთ სახლში და თქვენც აღარ მიიღებთ პოლიტიკურ ზიანს”, – განაცხადა თავის გამოსვლაში დიღმელაშვილმა.
მისივე თქმით, აქცია წვიმის გამო არ დაიშლება და ისინი, ვინც გუშინ 37 გრადუს სიცხეში იდგნენ, დღეს წვიმაში იდგებიან.
აქციის მონაწილეები გახარიას მისამართით კვლავ სკანდირებენ: “წადი
რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც. გიორგი გახარია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას;