გიორგი გახარია პირად ურთიერთობაშიც ასეთია – არასდროს გაექცევა პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ განუცხადა.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ აქციაზე მყოფები თავიანთ პროტესტს მშვიდობიანი ფორმით უნდა გამოხატავდნენ და ხელისუფლება უსმენს საზოგადოებას და თითოეულ ადამიანს, რომელიც აქციაზე დგას.
„რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის ამბობს, რომ არ გაურბის არანაირ პასუხისმგებლობას და ჩვენც ასე ვიცნობთ მას. პირად ურთიერთობაშიც ასეთია გიორგი გახარია, რომ ის არასდროს გაექცევა პასუხისმგებლობას. როდესაც ელემენტარული მონაცემები იქნება გამოძიებიდან, რომელიც არ უნდა გაგრძელდეს თვეები და წლები, ამაზე დაყრდნობით შეგვეძლება კონკრეტული დასკვნების გამოტანა და შემდეგ უფრო ზუსტად შეგევძლება იმაზე საუბარი, ვისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს, შეიძლება თუ არა მინისტრ გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და ა.შ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებმაც წააქეზეს გულწრფელი ადამიანები.
მთავარია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ აქციაში იღებს მონაწილეობას, გამოხატავდეს თავის პროტესტს, თავის ემოციას მშვიდობიანი ფორმით. მათ შეიძლება ყოველთვის გამოხატონ ეს პროტესტი და ხელისუფლებამ ყოველთვის უნდა მოუსმინოს თითოეულ ადამიანს. თქვენ ნახეთ, რომ ზოგჯერ არის ხოლმე ხელისუფლებაში ცდუნება, რომ აქციაში მონაწილე ადამიანების სიმცირის გამო, საუბარზე არ წავიდნენ. ჩვენ ვუსმენთ საზოგადოებას, ვუსმენთ თითოეულ ადამიანს, როემლიც აქციაზე დგას,“ – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც. გიორგი გახარია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას;